კათედრის ყველა პედაგოგმა მონაწილეობა მიიღო ორჰუსის ცენტრის მიერ ჩატარებულ სემინარში ,,ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროები" . იგი მიმდინარეობდა 2 დღის მანძილზე გორის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტონთიო" –ში.
კათედრის პედაგოგმა, თამარ ჯოლბორდმა მონაწილეობა მიიღო ნორვეგიის არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში ,,ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროები", რომელიც ჩატარდა ქ.თბილისში ამიერკავკასიის მასშტაბით და მიმდინარეობდა 2 დღის განმავლობაში.
კათედრის პედაგოგების მანანა მაჭარაშვილის და თამარ ჯოლბორდის ხელმძღვანელობით და მე–9 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, მე–10 და მე–12 სკოლებში ჩატარდა ინტეგრირებული გაცვლითი გაკვეთილი ფიზიკაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. აქვე მოხდა პროექტის– ,,ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზოგვის გზები" პრეზენტაცია.
კათედრის პედაგოგებმა ქეთევან სარაულმა, ნანა ზედგინიძემ და თამარ ჯოლბორდმა მონაწილეობა მიიღეს გორის მე–4 საჯარო სკოლაში ჩატარებულ „ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“–ს პრეზენტაციაში, პრეზენტაციის დროს მე–4 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგებმა ირმა არჩვაძემ და ქეთევან მეცხვარიშვილმა გაგვიზიარეს პოლონეთში, „პარტნიორები პოლონეთის ფონდი"–ის მიწვევით ვიზიტის დროს მიღებული გამოცდილება.
კათედრის პედაგოგმა თამარ ჯოლბორდმა სკოლის დირექტორთან ერთად, პარტნიორი გორის მე–4 საჯარო სკოლის მიწვევით მონაწილეობა მიიღო „პარტნიორები პოლონეთის ფონდი"–ის მიერ ორგანიზებულ 2 დღიან კონფერენციაში, სადაც პოლონელმა სტუმრებმა მოახდინეს პროექტის პრეზენტაცია, დასასრულს კი პარტნიორმა მე–4 სკოლამ ჯადოსნური ყუთი გამოგვატანა ჩვენი კათედრისათვის.